იურიდიული ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. (დაშვების წინაპირობა - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა ან წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი ინგლისურ ენაში).
თსუ–ის რექტორის 31.07.2023 წლის N177/01-01 ბრძანების თანახმად:
განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
- შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 23 - 29 აგვისტო.
- შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება: 30 აგვისტო.
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება: 30 - 31 აგვისტო.
- საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან ხელშეკრულების გაფორმება: 1 - 6 სექტემბერი.
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
- სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
- სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების/ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე: 1 - 6 სექტემბერი;
შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
გისურვებთ წარმატებებს!